საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია და მუდმივმოქმედი გამოფენის გახსნა

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, 7 თებერვალს, თსუ მე-10 (მაღლივ) კორპუსში გაიმართა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ალბომის ელექტრო ვერსიის პრეზენტაცია და ფაკულტეტის ისტორიის ამსახველი (ფოტოები, დოკუმენტები და ა.შ.) მუდმივმოქმედი გამოფენის გახსნა.

     

    პრეზენტაციის პარალელურად, უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ასევე გაიმართა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბოლო 5 წლის განმავლობაში თარგმნილი და გამოცემული სახელმძღვანელოების გამოფენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ათეული სახელმძღვანელო, რომლებიც სტუდენტებისათვის მომზადდა ან ითარგმნა უნივერსიტეტის პროფესორების მიერ.

     

    ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

     

    თარიღი: 07/02/2023